Friday, 27 May 2016

პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: ,, იოდდეფიციტი"

2.პროექტის  მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით:საქართველო იოდდეფიციტის ზონაა. განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონები. სასურველია მოსახლეობის სრული ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

3.პროექტის აქტუალობა: ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო ან  ჰიპერფუნქციით ბევრ ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით  სერიოზული პრობლემები ექმნება. ამიტომ აუცილებელია დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობა. განსაკუთრებით საშიშია იოდის დეფიციტი რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის,რომ ჩანასახის  ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას არ დაემუქროს საფრთხე და ბავშვებისათვის,რომ არ განუვითარდეთ კრეტინიზმი.

4.პროექტის  მიზნები და შედეგები:  
      მოსწავლეები შეძლებენ:

  • იოდდეფიციტით გამოწვეული დაავადებების(ენდემური ჩიყვი, კრეტინიზმი,მიქსედემა,ბაზედოვის დაავადება) არსის გაცნობიერებას;
  • ინფორმაციის სხვადსხვა წყაროების განსაზღვრას (ინერნეტი,სამედიცინო ლიტერატურა,სხვადასხვა სტატიები), საჭირო ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას;
  • ინფორმაციის წარმოდგენას სხვადასხვა ხერხით (დიაგრამები, ცხრილები და გრაფიკები);
  • მაკოორდინებელი სისტემის მნიშვნელობის განსაზღვრას ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნების საქმეში  და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობის გააზრებას;
  • ბუკლეტების დამზადებას;
  • მოამზადებენ პრეზენტაციას (Power point-ში).
განუვითარდებათ ანალიტიკური აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარები



5.მონაწილეთა ასაკი: X კლასი.

6.ვადები/ხანგრძლივობა: 6 კვირა.

7.მოსალოდნელი პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  პრეზენტაცია;
  ბუკლეტი;
  გაფორმებული ფორმატები საკლასო ოთახში გამოსაფენად.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატი,მარკერი, ინტერნეტი,A.4 ფურცლები ბუკლეტებისათვის, კომპიუტერი, პროექტორი.

9.პროექტის  მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
 1. თემის შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით;
 2.მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად და ლიდერისშერჩევა;
 3.გეგმის შემუშავება(ძიების საგანი,ხანგრძლივობა,მოქმედებათა თანმიმდევრობა,გამოსაყენებელი მასალების ნუსხა);
 4.თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროებიდან მასალის მოძიება,  დამუშავება, დახარისხება;
 5.სურათების შერჩევა პრეზენტაციისათვის პოვერ- პოინტში;
 6.ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან,;
 7.მონაცემთა წარმიდგენა დიაგრამის საშუალებით;
 8.ბუკლეტების დამზადება( კონფერენციის დამსწრე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის);
 9.კონფერენციის ჩატარება სკოლის სააქტო დარბაზში;
 10.სამოტივაციო წერილის მომზადება ჯანდაცვის სამინისტროსათვის.
  
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.  
     
  •      განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს;
  •    განსაზღვრავს  შესაბამისი ინფორმაციის  მოძიების წყაროებს;
  •     გამოთქვამს არგუმენტირებულ   მოსაზრებას;
  •   განსაზღვრავს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით)


კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო   საშუალების  გამოყენებით.
               
  •    იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
  •     იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.



ბიოლ.X.10. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.


  • აანალიზებს მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობას სხვადასხვა სახის უჯრედებისა და ქსოვილების  ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
  • აღწერს ჰორმონის გამოყოფის ორმხრივი რეგულაციის პროცესს (რეგულაცია ცენტრალური ნერვული სისტემიდან და რეგულაცია მოცემული ჰორმონის კონცენტრაციით სისხლში);
11.პროექტის შეფასების რუბრიკა: იხ.რუბრიკა

12.პროექტის ხელმძღვანელი: მაია ქამუშაძე